თავში

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაა

"ოცნების" ოფისთან დაპირისპირებაა
ოცნების ოფისთან დაპირისპირებაა

"ქართული ოცნების" ოფისთან სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირება მოხდა. 

აქციის მონაწილეებმა, მმართველი პარტიის ოფისს კვერცხები და წითელი საღებავი ესროლეს.

პოლიცია აქციის მონაწილეთა ნაწილის ადგილიდან გაყვანას ცდილობს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

"ქართული ოცნების" ოფისთან სიტუაცია კვლავ დაძაბულია. 

ცნობისთვის, მედიის სოლიდარობისთვის გამართული აქციის მონაწილეები "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისთან მსვლელობით მივიდნენ.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ: "მონებო!", "წადით!"

ადგილზე დიდი რაოდენობით სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებმა მმართველი პარტიის ოფისთან, შსს-ში გამართული ბრიფინგის შემდეგ გადაინაცვლეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების მიზეზებთან დაკავშირებით შსს-ს ვერსია მიუღებელია.

შეგახსენებთ, 5 ივლისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, "თბილისი პრაიდის" კვირეულის მოწინააღმდეგე რადიკალური ჯგუფები ჟურნალისტებს თავს დაესხნენ.

შსს-ს ინფორმაციით, 5 ივლისს, ძალადობის მსხვერპლი 55 ადამიანი გახდა, მათ შორის 53 მედიის წარმომადგენელია.

რადიკალური ჯგუფები, მედიის წარმომადგენლებს 6 ივლისსაც დაესხნენ თავს.

"ტვ პირველის" ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას 5 ივლისის მოვლენებისას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

ის რამდენიმე დღის განმავლობაში "ნიუ ჰოსპიტალსში" მკურნალობდა.

11 ივლისს კი საკუთარ სახლში გარდაცვლილი ნახეს.

უკვე მეორე დღეა პარლამენტთან, 5-6 ივლისს, ქვეყანაში მომხდარ ძალადობრივ ფაქტებს აპროტესტებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system