თავში

პაატა იმნაძე: ნუ დავტვირთავთ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ

პაატა იმნაძე: ნუ დავტვირთავთ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ
პაატა იმნაძე: ნუ დავტვირთავთ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ

ნუ ავალთ გადატენილ ტრანსპორტში და თუ მოკლე მანძილზე მივდივართ, ნუ დავტვირთავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ფეხით ვიაროთ, რათა ტრანსპორტით იმ ადამიანებმა ისარგბლონ, რომელთათვისაც ის აუცილებელია  -  ამის შესახებ  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. 

„კარგი იქნებოდა, საზოგადოებრივ ტრანსპორტში რეგულაციები ყოფილიყო. მაგალითად, მგზავრთა რაოდენობის შეზღუდვა, თუმცა პრაქტიკულად, ამის გაკონტროლება შეუძლებელია. ჩვენი მოქალაქეები უნდა იყვნენ მაქსიმალურად ფრთხილად. უნდა გვახსოვდეს, რომ კორონა არ გამქრალა, ის ჩვენ გვერდითაა“ - განაცხადა პაატა იმნაძემ. 

შეგახსენებთ, ხვალიდან, 29 მაისიდან, საქართველოში ყველა სახის მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობა აღდგება.

საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებისას, პირბადის გამოყენება სავალდებულო იქნება.

გარდა ამისა, ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში იკრძალება კონდიციონერის ჩართვა და მძღოლებს ფანჯრების გაღების ვალდებულება ექნებათ.

ამასთან. აკრძალულია სატრანსპორტო საშუალებაში ფეხზე მდგომი მგზავრის გადაყვანა

საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ადამიანების რაოდენობასა და პირბადეების მოხმარებას მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახური და საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

ავტობუსებში მონიტორინგს კონდუქტორები, ხოლო მეტროში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები განახორციელებენ

 8 ივნისიდან მუშაობას დაიწყებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system