თავში

პაატა იმნაძემ პანდემიის დასრულების დრო დაასახელა

პაატა იმნაძემ პანდემიის დასრულების დრო დაასახელა
პაატა იმნაძემ პანდემიის დასრულების დრო დაასახელა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ პანდემია, სავარაუდოდ, 2022 წლისთვის დასრულდება.

თუმცა იმნაძე ფიქრობს, რომ 2021 წლის გაზაფხულიდან, ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება.

"2021 წლის ზაფხულ-შემოდგომაზე უკეთესი სიტუაცია უნდა იყოს, თუცა პანდემია, ალბათ, 2022 წლამდე არსად გაქრება" - განაცხადა იმნაძემ.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system