თავში

პარლამენტში საშემოდგომო სესია ნახევრად ცარიელ დარბაზში მიდმინარეობს

პარლამენტში საშემოდგომო სესია ნახევრად ცარიელ დარბაზში მიდმინარეობს
პარლამენტში საშემოდგომო სესია ნახევრად ცარიელ დარბაზში მიდმინარეობს

საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა პარლამენტში ნახევრად ცარიელ დარბაზში მიმდინარეობს. სხდომათა დარბაზში მხოლოდ საპარალემენტო უმრვალესობის წევრები და "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები იმყოფებიან. 

პლენარულ სხდომაზე არ იმყოფებიან "ნაციონალური მძრაობს, "ევროპული საქართველოსა" და "პატრიოტთა ალიანსის" წევრები, რომლებიც სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ. 

სესია პარლამენტის თავმჯდომარემ გახსნა, რომელმაც ოპოზიციას მოუწოდა, დაუბრუნდეს საპარლამენტო ფორმატს. 

"მინდა მივმართო საპარლამენტო ოპოზიციას, რომ დაუბრუნდნენ ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს, დაუბრუნდნენ პოლიტიკას პარლამენტში. სწორედ პარლამენტი არის მთავარი პოლიტიკური ორგანო, სადაც მნიშვნელოვან საკითხებზე უნდა იყოს დებატები, უნდა იყოს არგუმენტების დაპირისპირება და გადაწყვეტილებები მიღებული. სახელმწიფო ფუნქციების ბლოკირების და შეჩერების მცდელობა არ არის გამოსავალი. ეს არ არის არც მშვიდობიანი შეკრება და მანიფესტაცია. ბუნებრივია, მშვიდობიანი პროტესტის ფორმა იქნება დაცული სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა სახელმწიფოს ექნება რეაქცია იმაზე, თუ ვინმე შეეცდება კანონის დარღვევას და სახელმწიფო ადმნინისტრაციული შენობების ბლოკირებას. მესმის, რომ არის რთული პოლიტიკური საკითხები დღის წესრიგში, მაგრამ პოლიტიკა არ არის მარტივი საკითხების განხილვა. ოპოზიციამ უნდა შეძლოს ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნება. პარლამენტი მზად არის მთავარი პოლიტიკური საკითხების განხილვისთვის. უნდა დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მათ შორის 2020 წლის არჩევნებზეც" - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. 

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები დეპუტატებს პარლამენტში შესვლას უზღუდავენ. ცოტა ხნის საკანონმდებლო ორგანოში ,,ქართული ოცნების" დეპუტატების ნაწილი მივიდა. კანონმდებლები შენობაში ერთ-ერთი თავისუფალი შესასვლელიდან შევიდნენ. უმრავლესობის წევრები ამბობენ, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი უნდა იყოს და სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას ხელი არ უნდა შეეშალოს. პარლამენტში არ იმყოფებიან ოპოზიციური პარტიები, რომლებიც პარლამენტის სხდომებს ბოიკოტს უცხადებენ.

აქცია რუსთაველის გამზირზე, გუშინ 19:00 საათზე დაიწყო. აქციის მონაწილეები მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდნენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. სპეცრაზმი საკანონმდებლო ორგანოსთან დილის 05:00 საათზე გამოჩნდა. მათ აქციის მონაწილეებს პარლამენტის შესასვლელები დაატოვებინეს. გამოიყენეს წყლის ჭავლიც. რუსთაველის გამზირი მეეზოვეებმა დაასუფთავეს. აღდგენილია საავტომობილო მოძრაობაც.

პარლამენტში დღეს ბიუროსა და პლენარული სხდომებია ჩანიშნული. აქციის მონაწილეებიის მიზანია, დეპუტატები პარლამენტში არ შეუშვან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პარლამენტთან აქციაზე 28 ადამიანი დააკავეს.

უწყების ცნობით,დაშავებულია 3 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system