თავში

ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
ყაზბეგში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

მცხეთა-მთიანეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ბადრი კუკულაძის ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა 4-მდე გაიზარდა. ახალი გამოვლენილი შემთხვევაც ლარსის საბაჟო-გამშვებ პუნქტს უკავშირედება.

სოფელი გარბანის შემდეგ PCR ტესტირება სოფელ არშასა და დაბა სტეფანწმინდაშიც ჩატარდება, თუმცა გარბანისგან განსხვავებით ამ დასახლებებში მასობრივი ტესტირება არ დაიწყება ა და კვლევა იქნება მიზნობრივი. ყველა ტესტის პასუხი სავარაუდოდ ხვალვე გახდება ცნობილი და სწორედ ამის შემდეგ მიიღებენ ეპიდემიოლოგები გადაწყვეტილებას შემდეგი ნაბიჯების შესახებ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 278 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ 4 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 058-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 708 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system