თავში

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში" - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში" - მთავ
რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია დაიგეგმა

"რა ხდება ნინოწმინდის პანსიონში"- ამ ლოზუნგით, პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, 18:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია დაიგეგმა. 

აქციის ორგანიზატორების განცხადებით, საზოგადოებას დღემდე არ აქვს ინფორმაცია პანსიონში მცხოვრები ბავშვების შესახებ. ისინი აცხადებენ, რომ საერთაშორისო საზოგადოების მოწოდების მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე არ დგამს ქმედით ნაბიჯებს კანონის აღსრულებისთვის. 

"თვეზე მეტია სახალხო დამცველს საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი “ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში” არ უშვებენ.

ამა წლის 7 მაისს გაეროს ბავშვთა უფლებათა კომიტეტმა საქართველოს ხელისუფლება დაავალდებულა, პასუხისმგებლობა აეღო ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის მონიტორინგის განხორციელებაზე.

სამწუხაროდ, სახელმწიფო დღემდე არ უზრუნველყოფს კანონის აღსრულებას და ქმედით ნაბიჯებს არ დგამს პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენ დღემდე არ ვიცით რა მდგომარეობაში არიან ბავშვები, მაშინ როცა, სახალხო დამცველის ბოლო მონიტორინგზე დაყრდნობით არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ნინოწმინდის პანსიონში ბავშვები განიცდიან ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობას.

ვინაიდან დიდი დაწესებულებები ვერ უზრუნველყოფენ ბავშვების უსაფრთხოებას და სათანადო ზრუნვას, 1 ივნისს (ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე), 18:00 სთ-ზე მთავრობის კანცელარიის წინ ვმართავთ საპროტესტო აქციას და საქართველოს მთავრობისაგან მოვითხოვთ:

  • დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სახალხო დამცველის წარმომადგენლების შეუფერხებელი ვიზიტი ნინოწმინდის პანსიონატში, სადაც მათ მიეცემათ ბავშვებთან ინდივიდუალური გასაუბრების შესაძლებლობა;
  • დაიწყოს დიდი ზომის ბავშვთა პანსიონატების დახურვა და ბავშვების ბიოლოგიურ ოჯახებში დაბრუნება ან მათი ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ ზრუნვის მცირე დაწესებულებებში გადაყვანა გონივრულ ვადებში",- აღნიშნავენ აქციის ორგანიზატორები. 
  • შეგახსენებთ,ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში პირველად 2021 წლის 15 აპრილს სახალხო დამცველს არ მიეცა შესვლისა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების, ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესაძლებლობა.გაეროს ბავშვთა კომიტეტმა მთავრობას დაავალა, რომ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის დასადგენად ეს დაწესებულება შემოწმებულიყო.

    სხალთის მთავარეპისკოპოსმა, სახალხო დამცველს მეორედ არ მისცა უფლება ნინოწმინდის პანსიონში არსებულ ვითარებას გაცნობოდა და ბავშვების უფლებრივი მდგომარეობა შეემოწმებინა. ქადაგების დროს მეუფე სპირიდონმა თქვა, რომ ომბუდსმენს "სოდომისა და გახრწნილების დაკანონება" სურს, რასაც "სატანის საქმე" უწოდა.

    ფაქტს, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი, თეა წულუკიანი გამოეხმაურა.მისი მტკიცებით, სოციალურ მუშაკებს პანსიონში შესვლის პრობლემა არ აქვთ და კარგი იქნება, თუ სახალხო დამცველის წარმომადგენლებსაც დაუშვებენ აღნიშნულ დაწესებულებაში.

    ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

    კატეგორიის სხვა ახალი ამბები

    ბოლო სიახლეები

    ბოლო სიახლეები



    orphus_system