თავში

რატომ აიცრა პრეზიდენტი ურიგოდ - სალომე ზურაბიშვილის განმარტება

რატომ აიცრა პრეზიდენტი ურიგოდ - სალომე ზურაბიშვილის განმარტება
რატომ აიცრა პრეზიდენტი ურიგოდ - სალომე ზურაბიშვილის განმარტება

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რატომ გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მაშინ, როცა პირველ ეტაპზე, ვაქცინა საქართველოში მხოლოდ სამედიცინო პერსონალისთვის არის განკუთვნილი. 

როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, მან დღეს ვაქცინა ურიგოდ გაიკეთ, რათა მაგალითი მიეცა სხვებისთვის. პრეზიდენტმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა და თქვა. 

"მე დღეს ჩავიტარე ეს აცრა ურიგოდ, რამეთუ არც პრეზიდენტს ეკუთვნის და არც იმ ჯგუფში, ვარ რომელსაც {მომდევნო ეტაპზე} ეკუთვნის, ჯერ არის ექიმების, ექთნების რიგი და იმ მედპერსონალის, რომელმაც გაიარა ძალიან მძიმე თვეები და ნამდვილად საჭიროა, რომ მათ მიიღონ ვაქცინა, რათა გადამდები არ იყვნენ და დაცულები იყვნენ, რამეთუ ბევრია მათზე დამოკიდებული. 

შემდეგ დაიწყება მომდევნო ჯგუფების რიგი და ჩვენ თუ გვინდა, რომ იმ მძიმე ეკონომიკური შედეგებიდან გამოვიდეთ, რაც მოჰყვება მთელ მსოფლიოში კოვიდპანდემიას, აუცილებელია, რომ ეს საშუალება, რაც მოგვეცა ვაქცინის სახით, გამოვიყენოთ, რამეთუ დავიცვათ საზოგადოება და ქვეყანა და გამოვიდეთ ამ კრიზისიდან. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ამ გამოწვევასაც გადავლახავთ სხვასაც" - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

პრეზიდენტი ვაქცინაცია ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში შედგა. 

ცნობისთვის, კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან მიმდინარეობს. პირველ დღეს პირდაპირ ეთერში ვაქცინა გაიკეთეს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ, ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა, ლევან გოფოძემ, ასევე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა გუგა ქაშიბაძემ და სხვ.

ბრიტანული კომპანიის, "ასტრაზენეკას" ვაქცინის 43 000 დოზა საქართველოში 13 მარტს შემოვიდა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system