თავში

რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა საქართველოში

რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა საქართველოში
რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი - კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა საქართველოში

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დადასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. 

ამ დროისთვის, ქვეყანაში კორონავირუსის 1 729 შემთხვევაა დადასტურებული.

ცენტრის ინფორმაციით, გამოჯანმრთელდა კიდევ 6 პაციენტი და განკურნებულთა რაოდენობა 1321 გახდა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system