თავში

სად არის მიხეილ სააკაშვილი - ელისო კილაძე ინფორმაციას ავრცელებს

სად არის მიხეილ სააკაშვილი - ელისო კილაძე ინფორმაციას ავრცელებს
სად არის მიხეილ სააკაშვილი - ელისო კილაძე ინფორმაციას ავრცელებს

გაზეთ "ქრონიკა პლიუსის" რედაქტორი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება და მიხეილ სააკაშვილთან ახლა ომბუდსმენის წარმომადგენელია შესული.

"ამ წუთის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალშია. მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი იმყოფება.

რატომ არ შეუშვეს ექიმები, გავიგებთ.

გიორგი ჩალაძე იქაა და ხაზზე ვარ მასთან!

როგორც ჩანს, ხალხის რეაქცია დატესტეს!", - წერს ელისო კილაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, დღეს საღამოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში ექიმები არ შეუშვეს.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system