თავში

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კოვიდინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში, ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 888 - მდე გაიზარდა.

stopcov.ge-ზე არსებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 7-მა ადამიანმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 731 გახდა.

საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანია გარდაცვლილი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოში გადმოყვანილია საქართველოს 3 მოქალაქე. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system