თავში

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან 13 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ განკურნებულთა რაოდენობა 870-ს შეადგენს. 

რაც შეეხება ინფიცირებულებს, გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. სულ ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობაა 999.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5001 მოქალაქე. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 219. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს მოქალაქეები 31. 

ქვეყანაში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 15 ადამიანი, ხოლო საზღვარგარეთ - საქართველოს 16 მოქალაქე. 

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. 

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system