თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა გაიზარდა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 19 პაციენტი გარდაიცვალა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ გვერდ StopCov.ge-ზე განახლდა. 

2 ადამიანი თბილისში გარდაიცვალა, ხოლო აჭარაში - 9, იმერეთში - 6, შიდა ქართლში - 1, სამეგრელო-ზემო სვანეთში კი - 1 ადამიანი.

სულ ვირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად ქვეყანაში გარდაცვლილია 381 ადამიანი. 

გამოვლინდა კორონავირუსის 2,295 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 46 817-მდე გაიზარდა. 

გამოჯანმრთელდა 2,537 პაციენტი და საერთო რაოდენობა 31 170-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system