თავში

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 124-ს მიაღწია

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 124-ს მიაღწია
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1 124-ს მიაღწია

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაცია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 124-ს შეადგენს.

გამოვლინდა 3 071 ახალი შემთხვევა და ინფიცირებულთა რაოდენობა 114 889-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 3 366 პაციენტი და საერთო რაოდენობა 95 581-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system