თავში

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა
საქართველოში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში COVID-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

ვებგვერდის მონაცემებით, ქვეყანაში დღოს ბოლოს, კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა დადასტურებული რაოდენობა 1004 გახდა. 

სავარაუდოდ, ახალი შემთხვევა 10 თვის ბავშვია, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა. 

ცნობისთვის, საქართველოში COVID-19 -ის 1004 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან გამოჯანმრთელებულია 873 ადამიანი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 31 მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5640 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 244.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system