თავში

სანდრო ბრეგაძე: მოსახლეობას ვაძლევთ გარანტიას, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგება

სანდრო ბრეგაძე: მოსახლეობას ვაძლევთ გარანტიას, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგება
სანდრო ბრეგაძე: მოსახლეობას ვაძლევთ გარანტიას, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგება

"ჩვენ მოსახლეობას ვაძლევთ იმის გარანტიას, რომ ამ ფილმის ჩვენება არ შედგება"- ამის შესახებ განცხადება „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გააკეთა. მისი თქმით მოძრაობამ მოახდინა მისი ყველა აქტივისტის მობილიზაცია იმისთვის, რომ დღეს And Then We Danced-ის საპრემიერო ჩვენება არ შედგეს. სანდრო ბრეგაძის თქმით 16:00 საათზე დაიწყება საპროტესტო აქცია ფილარმონიასთან. მისივე განმარტებით აქციის მონაწილეები იმოქმედებენ მშვიდობიანად.

ჩვენ ოთხ საათზე შევიკრიბებით ფილარმონიასთან, შემოგვივიდა ინფორმაცია, გარკვეული ჯგუფები აპირებენ პროვოკაციების მოწყობა და ძალადობრივი მეთოდებით აქციის არეულობას, ჩვენი აქცია არის აბსოლუტურად მშვიდობიანი, მოვაწყობთ სირცხვილის კორიდორს და იქ მოუწევთ გავლა ფილმის შემქმნელებს, არ დავუშვებთ გეი პროპაგანდას, ჩვენი თანამოძმეები ჩამოდიან საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, არცერთ ძალოვან უწყებას აქვს უფლება გადაუარონ აქციის მონაწილეებს, აპირებენ ფილმის ბოლოს ბიჭებმა ბიჭს სთხოვოს ხელი ეს დაუშვებელია და არ მოვითმენთ,"-განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს, 8 ნოემბერს გაიმართება.

ფილმის ჩვენებას ეწინააღმდეგება საქართველოს საპატრიარქო. საპატრიარქოს განცხადებითფილმის ჩვენება ემსახურება ცოდვის ლეგალიზებას.

And then we danced -ის კინო ჩვენების ჩაშლით იმუქრება ბიზნესმენი ლევან ვასაძე.ამის შესახებ ის ვიდეო-მიმართვაში საუბრობს.

ფილმის ჩაშლით იმუქრება "ქართული მარშის" ლიდერი სანდრო ბრეგაძეც. ბრეგაძემ report.ge-ს უთხრა, რომ ფილმი ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდაა და მის ჩვენებას არ დაუშვებს.

ბრეგაძის მსგავსად პრემიერის ჩაშლით იმუქრება მმკ-ის წევრი გურამ ფალავანდიშვილი. ფალავანდიშვილმა report.ge-სთან საუბრისას განაცხადა, რომ მზად არის, შემოქმედებით ჯგუფს კვერცხები დაუშინოს.

ფილმთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომაც.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system