თავში

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები - ნიკა მელია

სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები - ნიკა მელია
სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დავემორჩილები - ნიკა მელია

გავრცელებულ ინფორმაცია, რომ პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასათვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე მიმართა თავად მელია გამოეხმაურა.

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, არ აპირებს დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. 

მისი განმარტებით, ელექტრონული სამაჯური რომელის ტარებაც მას მართლმსაჯულებამ დააკისრა უსამართლობის სიმბოლოა და მას აღარ ატარებს.

"მაშინ, როცა კრიმინალური დაჯგუფებები არბევენ საარჩევნო უბნებს, არბევენ უბნებს შეიარაღებულები, მაგრამ არავინ ისჯება ამის გამო და არჩევნები არ ტარდება, ივანიშვილი მედავება, სამაჯური მაჯაზე რატომ არ გიკეთიაი. ეს ყოფილა უმძიმესი დანაშაული მისი გადმოსახედიდან. მინდა დავამშვიდო, რომ ამ სამაჯურს ხელზე არ გავიკეთებ. გამორიცხულია, შევიბა სამაჯური, რომელიც უსამართლობის სიმბოლოა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა, არ დავემორჩილები," - განაცხადა ნიკა მელიამ.

"ნაციონალური მოძრაობის" ცნობით, პროკურატურამ სასამართლოს ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვის თაობაზე მიმართა

პროცესი 17:00 საათზეა დანიშნული.

პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე სიტყვის გამოსვლის დროს ნიკა მელიამ ელექტრონული სამაჯური დემონსტრაციულად მოიხსნა.

ცნობისთვის, ნიკა მელიას სამაჯური 3 ივლისს გაუკეთეს, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი ხორციელდებოდა. მანამდე მას საქალაქო სასამართლომ 30-ათასლარიანი გირაო შეუფარდა.

უფრო ადრე კი, საქართველოს პარლამენტმა 26 ივნისს მელიასთვის დეპუტატის იმუნიტეტის მოხსნას დაუჭირა მხარი.

ნიკანორ მელიას პროკურატურა 20-21 ივნისს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე ედავება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system