თავში

სასტუმრო "რუმსთან" გურამ ფალავანდიშვილი აქციას მართავს

სასტუმრო "რუმსთან" გურამ ფალავანდიშვილი აქციას მართავს
სასტუმრო რუმსთან გურამ ფალავანდიშვილი აქციას მართავს

სასტუმრო რუმსთან ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ, სადაც ლგბტქ აქტივისტები და პოლიტიკოსები  ქვეყანაში უმცირესობების უფლებებზე მსჯელობენ.

გურამ ფალავანდიშვილის განცხადებით, კონფერენციის შესახებ დაწყებამდე ინფორმაცია არ ჰქონდათ, თორემ მის ჩაშლას თავიდანვე შეეცდებოდნენ.

"მივხვდით, რომ აქ იქნებოდნენ. ეს არის შულავერის კომიტეტი, საქართველოს სუვერენიტეტის, მომავლის, შვილების ბედნიერი მომავლის წინააღმდეგ შეკრებილი. და მიუხედავად იმისა, რომ მას ხელი არ მოაწერა ოცნებამ, ოცნება არის მათი მასპინძელი, ის თავისი პოლიციით იცავს ამ სიბინძურეს და ერის ღალატს". - თქვა გურამ ფალავანდიშვილმა.

შეგახსენებთ, გურამ ფალავანდიშვილი ლგბტქ თემის წევრებს თავს 15 მაისსაც დაესხა და დედაენის ბაღში დადგმული ინსტალაცია დაანგრია. ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე დაიბარა.

დღეს ფალავანდიშვილმა პირობა დადო, რომ სხვადასხვა სახით შეეცდებოდა მისი შეფასებით უმსგავსოების პროპაგანდის ჩაშლას

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system