თავში

გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს - დაწყებულია გამოძიება

​გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს - დაწყებულია გამოძიება
გურამ ფალავანდიშვილი გამოკითხვაზე გადაიყვანეს - დაწყებულია გამოძიება

გურამ ფალავანდიშვილი დედაენის ბაღში ინსტალაციის დაზიანების გამო გამოკითხვაზე გადაიყვანეს. მის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლით დაიწყო.

ჰომოფობიურ ნიადაგზე გურამ ფალავანდიშვილი ლგბტქ აქტივისტებს დაუპირისპირდა და ფერადი კაბინა წარწერით Welcome to the closet დაარბია. 

დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია ადამიანის დევნას გულისხმობს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ან მრწამსის გამო, ანდა მის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. ხოლო მეორე ნაწილი მოიაზრებს იგივე ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით ან ძალადობის მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ან რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ეს ქმედება ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system