თავში

საქართველოში COVID 19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში COVID 19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა
საქართველოში COVID 19-ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რეგისტრირებული რაოდენობა 879-ს შეადგენს. ერთით გაიზარდა განკურნებულთა რაოდენობა და 704 გახდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილია 14 პაციენტი, ხოლო საზღვარგარეთ გარდაცვლილია საქართველოს 16 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system