თავში

სქრინები ჩამიყარეს, ეს რა ვნახე - რა მიმოწერას აქვეყნებს ინგა გრიგოლია

სქრინები ჩამიყარეს, ეს რა ვნახე - რა მიმოწერას აქვეყნებს ინგა გრიგოლია
სქრინები ჩამიყარეს, ეს რა ვნახე - რა მიმოწერას აქვეყნებს ინგა გრიგოლია

ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში ლიტერატურული კონკურსის, "ლიტერას" ჟიურის წევრის, იოსებ ჭუმბურიძის კომენტარებს აქვეყნებს:

"სქრინები ჩამიყარეს. ეს რა ვნახე. "ლიტერას" ჟიურიში წულუკიანის ჩანერგილ კაცს, ჟურნალისტების დასისხლიანების გამო გამოხატული პროტესტი ჩემი რევოლუცია ჰგონია თურმე და გარდაცვლილი კოლეგის გამო ჩემს ვერშეკავებულ ემოციაზე ღლიცინი აუტეხავს მის გვერდზე. 

კაცს რომ თანაგრძნობის უნარი არ აქვს,რანაირად შეეძლება შეაფასოს რომელიმე მწერლის შემოქმედება? სიძულვილით აღსავსე კაცი დაუნიშნავს წულუკიანს მწერლების ოდეერად და იმიტომაც დარჩა მონაწილეების და ჟიურის გარეშე ,,ლიტერა,, . საბჭოთა ცენზურა" - წერს გრიგოლია. 

ცნობისთვის, წელს პირველად ლიტერატურული კონკურსის „ლიტერას“ ჟიურის წევრებიდან ერთი კულტურის სამინისტროს მიერ დანიშნულია. საუბარია იოსებ ჭუმბურიძეზე, ჟურნალისტზე, რომელიც წარსულში გაზეთ “თბილისის” რედაქტორი იყო.

„წელს პირველად ჟიურის 5 წევრიდან 4 წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანების – „საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, წარმოადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ“, – წერს „ლიტერა“ პრესრელიზში.

კულტურის სამინისტრო დღეს კონკურს "ლიტერას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. უწყებაში აცხადებენ, რომ სამინისტრო კონკურსში არ ერევა.

პარალელურად კონკურსი დატოვა ჟიურის ოთხმა წევრმა, მწერალმა რეზო თაბუკაშვილმა, მთარგმნელმა ოქტაი ქაზუმოვმა, ბელა წიფურიამ და კრიტიკოსმა და მწერალმა, ლელა კოდალაშვილმა.

მანამდე კი, კონკურს "ლიტერას" თეა წულუკიანის მიმართ პროტესტის გამო კონკურსანტების ნაწილი გამოეთიშა. კონკურსს უკვე გამოეთიშნენ მწერლები, პოეტები და დიზაინერი: ტორესა მოსი, ჯაბა ზარქუა, მათე სარალიშვილი, ირაკლი კაკაბაძე, დავით ქაშიაშვილი, თეონა ჭანიშვილი, ბელა ჩეკურიშვილი, ელენე კვირკველია, ზვიად კვარაცხელია, ნათია გიორგაძე, ირინა ტაბაღუა, ანდრო დადიანი, ნინო სამყურაშვილი, რატი მუჯირი, გიორგი შონია, ეკა ქევანიშვილი და დიზაინერი ნატალია ავალიანი.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system