თავში

სოფელ ზეღდულეთში აქცია დასრულდა

სოფელ ზეღდულეთში აქცია დასრულდა
სოფელ ზეღდულეთში აქცია დასრულდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთის მოსახლეობის აქცია დასრულდა. აქციის მონაწილეებმა ცენტრალური მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორია უკვე დატოვეს.

აქციის მონაწილეებს დღეს კიდევ ერთხელ შეხვდა შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე. მისი თქმით, სოფლის მოსახლეობისგან შეიქმნება საინიციატივო ჯგუფი, რომელიც ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად პრობლემის მოგვარებაზე იმსჯელებს. გუბერნატორის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დაცული იყოს როგორც კეთილსინდისიერი მყიდველის, ასევე სოფლის მცხოვრებელთა ინტერესები.

ადგილობრივები დათანხმდნენ ადგილობრივი ხელისუფლების შეთავაზებას და აქციის დასრულების გადაწყვეტილება მიიღეს.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზეღდულეთში ადგილობრივები აქციას მთელი დღის განმავლობაში მართავდნენ. მოსახლეობამ მიწის გასხვისება კიდევ ერთხელ გააპროტესტა. აქცია ჯერ სოფელში გაიმართა, ხოლო შემდეგ აქციია მონაწილეებმა ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის გადაკეტვა სცადეს.

სოფელში აქცია ათი დღის წინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები მაგისტრალის გადაკეტვას აპირებდნენ, თუმცა ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა, რასაც ხმაური მოჰყვა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system