თავში

თამარ გაბუნია: გვაქვს სტაბილიზაციის ნიშნები

თამარ გაბუნია: გვაქვს სტაბილიზაციის ნიშნები
თამარ გაბუნია: გვაქვს სტაბილიზაციის ნიშნები

დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

მისივე განმარტებით, შემთხვევების უჩვეულოდ შემცირებული რაოდენობა, რაც დღეს დაფიქსირდა, ტესტირების დაბალი ინტენსივობით არის გამოწვეული. 

„დღევანდელი მდგომარეობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა, ბოლო პერიოდში, უჩვეულოდ დაბალია. იყო 1 337 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 3 498 ადამიანი. გარკვეულწილად, ეს შაბათ-კვირას, ტესტირების შედარებით დაბალ ინტენსივობას უკავშირდება, 6 ათასზე ოდნავ მეტი ტესტი შესრულდა გუშინ, თუმცა, დადებითობის მაჩვენებელი სტაბილური რჩება და მიუთითებს იმაზე, რომ ეპიდსიტუაციის სტაბილიზების გარკვეული ნიშნები აღინიშნება. განსაკუთრებით აღსანიშნავია სტაბილიზაციის ნიშნები აჭარის რეგიონში. აქ ეპიდემიის მატება უფრო ადრე დაიწყო, მაგრამ, მიმდინარე პერიოდში, შემთხვევების გარკვეული კლება აღინიშნება. კიდევ ერთი კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ამ ტენდენციას, ვიდრე საბოლოო, მყარი დასკვნა გვექნება იმის შესახებ, თუ რა მიმართულებით მიდის ეპიდემიის მიმდინარეობა როგორც რეგიონების დონეზე, ისე - ქვეყანაში“ - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 1337 შემთხვევა გამოვლინდა.

გარდაიცვალა 49 პაციენტი.

გამოჯანმრთელდა 3498 პირი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system