თავში

თავდაცვის სამინისტრო გორის ჰოპსიტლიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს - VIDEO

თავდაცვის სამინისტრო გორის ჰოპსიტლიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს
თავდაცვის სამინისტრო გორის ჰოპსიტლიდან ვიდეოკადრებს ავრცელებს - VIDEO

თავდაცვის სამინისტრო გორის სამხედრო ჰოსპიტალთან დაკავშირებით, ინფორმაციას და ვიდეოკადრებს ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხედრო ჰოსპიტალი სხვადასხვა პროფილის მაღალკვალიფიციური ექიმებითაა დაკომპლექტებული და აღჭურვილია უახლესი სამედიცინო აპარატურით, რომელიც სამედიცინო სფეროში არსებულ თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებს.

"გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალში ფუნქციონირებს შემდეგი სამედიცინო განყოფილებები:

ზოგადი ქირურგიის განყოფილება

ტრავმატოლოგიური განყოფილება

ანესთეზიოლოგიური განყოფილება

რეანიმაციისა და გადაუდებელი დახმარების განყოფილება

თერაპიისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილება

კარდიოლოგიისა და ინტენსიური კარდიოლოგიის განყოფილება

ფსიქო-ნევროლოგიური განყოფილება

ინფექციური განყოფილება

სამედიცინო რეაბილიტაციის განყოფილება

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური განყოფილება

დიაგნოსტიკური განყოფილება

ცენტრალური ლაბორატორია

პათოლოგ-ანატომიური ჯგუფი

სისხლის ბანკი,- ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობითვე, ჰოსპიტალი ემსახურება როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებს, სადაც შესაძლებელია 24-საათიანი გადაუდებელი და გეგმიური სამედიცინო მომსახურების მიღება.

"თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი ნებისმიერ დროს მზად არის, მიიღოს ნებისმიერი სახის, სირთულის პაციენტი და აღმოუჩინოს სათანადო სამედიცინო დახმარება" ,- ამბობს სამხედრო ჰოსპიტალის დირექტორი, მალხაზ ურთქმელიძე. 

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც - ის გორის ჰოსპიტალში გადასვლას არ ეწინააღმდეგება, თუმცა აქვს გარკვეული პირობა და მისი საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გასაჯაროვდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system