თავში

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება
თბილისში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება

საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევიდან 111 თბილისში დადასტურდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა, მარინა ენდელაძემ განაცხადა. 

ცნობისთვის, გუშინ, დედაქალაქში კორონავირუსის 99 შემთხვევა გამოვლინდა

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 508 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 9753-მდე გაიზარდა. გამოჯანმრთელდა 348 პაციენტი და საერთო რაოდენობა 5235-ს შეადგენს. გარდაიცვალა კიდევ 4 ადამიანი. სულ გარდაცვლილია 62 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system