თავში

,,თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც" - ბერა ივანიშვილი

,,თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც" - ბერა ივანიშვილი
,,თუ ვინმე დედას შემაგინებს, პასუხს მოვთხოვ დღესაც - ბერა ივანიშვილი

,,მე არც კი დავიწყებ ამაზე კამათს, იყო თუ არა ავთენტური, მე დღესაც იგივე პოზიციაზე ვდგავარ", - ამის შესახებ ბერა ივანიშვილმა ფარულ ჩანაწერებზე საუბრისას განაცხადა. 

მისივე თქმით, შეურაცხყოფაზე დღესაც იგივე რეაქცია ექნება. 

,,პირდაპირ ვიტყვი, მე თუ ვინმე დედას შემაგინებს, თუ ვინმე ჩემ ოჯახს შეეხება, რაც ჩემთვის ყველაზე წმინდა და ღირებულია, პასუხს მოვთხოვ დღესაც. ერთი ქართველი ვაჟკაცი მაჩვენეთ, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრისაა", - განაცხადა ბერა ივანიშვილმა ტელეკომპანია ,,იმედის" ეთერში.

მისივე თქმით, ჩანაწერები 2011 წლის ზაფხულშია გაკეთებული, მაშინ როცა ის 15 წლის იყო.

ცნობისთვის, 6 მარტს, ,,ტვ პირველმა" ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის სავარაუდო სატელეფონო ჩანაწერი გაასაჯაროვა, სადაც ბიძინა ივანიშვილის შვილი ღარიბაშვილს ფეისბუქ კომენტარის გამო გარკვეულ პირებზე ანგარიშსწორებას სთხოვს.

ბერა ივანიშვილთან დაკავშირებულ ფარულ ჩანაწერზე პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system