თავში

თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს ხელფასი შეუნარჩუნდებათ

თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს ხელფასი შეუნარჩუნდებათ
თვითიზოლაციაში მყოფ დასაქმებულებს ხელფასი შეუნარჩუნდებათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე დამსაქმებლებს მოუწოდებს, მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული თანამშრომლები, სამსახურში არ დაუშვან, თუ არ იქნება შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი.

მისივე თქმით, მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტით, თვითიზოლაციის გამო, ამ ადამიანებს გაცდენილი დღეები საპატიოდ ეთვლებათ და უნარჩუნდებათ ანაზღაურება.

"მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო მათ დამსაქმებლებს, რომ ყველა დამსაქმებელმა ყურად იღოს ის რეკომენდაცია, რომ მაღალდასენიანებული ქვეყნებიდან მოსული ადამიანები, რომლებიც იყვნენ ბიზნეს მოგზაურობაში, დასასვენებლად თუ ა.შ. სამსახურში არ დაუშვან, თუ არ იქნება შესაბამისი თვითიზოლაციის რეჟიმი. ასევე, დღეს გამოვიდა მინისტრის შესაბამისი ნორმატიული აქტი, რომ ამ ადამიანებს ეს არ ჩაეთვალოთ განაცდენში და მათ შეუნარჩუნდეთ ანაზღაურება,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის მეოთხე შემთხვევა დადასტურდა. ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც ქვეყანაში იტალიიდან შემოვიდა.

ირველად ვირუსი საქართველოს მოქალაქეს დაუდგინდა, რომელიც 50 წლამდე მამაკაცია და ქვეყანაში ირანიდან შემოვიდა.

მეორე 31 წლის ქალია, რომელიც ასევე საქართველოს მოქალაქეა და ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ჩამოფრინდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system