თავში

ვაჟა გაფრინდაშვილი: ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ

ვაჟა გაფრინდაშვილი: ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ
ვაჟა გაფრინდაშვილი: ყველამ საქართველოს საქმე ვაკეთოთ

ვაჟა გაფრინდაშვილმა გორის პოლიციის სამმართველო დატოვა და ჟურნალისტებთან პირველი კომენტარი გააკეთა.

„ნება მომეცით,ცოტა დავწყნარდე და მერე ყველას, ყველაფერ ინფორმაციას მოგაწვდით. დიდი მადლობა ყველა ჩემ მეგობარს მხარდაჭერისთვის, განსაკუთრებით ჩემ ლამაზ მეუღლეს და ბრწყინვალე შვილებს. სამწუხაროდ ინფორმაცია ნაკლები მქონდა. გაერთიანებულად ყველამ, საქართველოს საქმე ვაკეთოთ“- განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

ცნობისთვის, ვაჟა გაფრინდაშვილი დე ფაქტო ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 9 ნოემბერს დააკავა.

ამ პერიოდის განმავლობაში, ექიმი მის მიმართ წაყენებულ ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება.

20 დეკემბერს კი ვაჟა გაფრინდაშვილს დე ფაქტო რეჟიმის ე.წ. სასამართლომ 1 წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

დღეს ის გაათავისუფლეს

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system