თავში

"ვერავინ, მითუმეტეს თქვენ ვერ ამიკრძალავთ, ვიყო ჩემი თანამემამულეების სამსახურში!"

"ვერავინ, მითუმეტეს თქვენ ვერ ამიკრძალავთ, ვიყო ჩემი თანამემამულეების სამსახურში!"
ვერავინ, მითუმეტეს თქვენ ვერ ამიკრძალავთ, ვიყო ჩემი თანამემამულეების სამსახურში!

ავსტრიაში მომუშავე ქართველი ექიმი, ირმა კვიცარიძე ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელს, თენგიზ ცერცვაძეს კიდევ ერთხელ უპირისპირდება. 

კვიცარიძე სოციალურ ქსელში თენგიზ ცერცვაძის განცხადებას აზიარებს, სადაც ინფექციური საავადმყოფოს დირექოტრი, უცხოეთში მომუშავე ქართველ ექიმებს ურჩევს, მიხედონ იმ ქვეყნებს, რომელშიც მოღვაწეობენ. 

კვიცრაიძე ცერცვაძეს პასუხობს, რომ ვერავინ და მითუმეტეს ის ვერ აუკრძალავს მას თავისი სამშობლოს სამსახურში ყოფნას. 

ამასთან, კვიცარიძე  მედიასაშუალებებს მოწუოდებს, აღარ გააშუქონ თენგიზ ცერცვაძის განცხადებები. 

"ბატონო თენგიზ, ჩემი სამშობლო საქართველოა! ქვეყანა სადაც ვცხოვრობ, თქვენ რომ სამოთხედ მიიჩნევთ, მისი მთავრობის მიერ მიხედილია და ჩემ საქმეს როგორ ვაკეთებ, ამის მოკითხვა შეგიძლიათ (წერილების წერა ხომ თქვეენი სტიქაა)! მიუხედავად იმისა რომ ჩემს სამშობლოს ფიზიკურად 3000 კილომეტრი მაშორებს, არც ერთი წამით არ დამიტოვებია ის. არც ერთი დღე არ მიცხოვრია ჩემი სამშობლოს გარეშე! ვერავინ, მითუმეტეს თქვენ ვერ ამიკრძალავთ, ვიყო ჩემი თანამემამულეების სამსახურში!

და ბოლოს, მივმართავ მედია საშუალებებს, თენგიზ ცარცვაძის ღვარძლის გაშუქება ასეთი რეიტინგულია რომ ვერ შეელიეთ?" - წერს კვიცარიძე. 

ირმა კვიცარიძემ თენგიზ ცერცვაძე მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო რამდენიმე დღის წინაც გააკრიტიკა.

ამასთან, თენგიზ ცერცვაძის განცხადებას ამერიკაში მომუშავე ქართველმა ექიმმა, ნანა გეგეჭკორმაც უპასუხა

შეგახსენებთ, რომ შიდსის და ინფექციური პათოლოგიის ცენტრის დირექტორი თენგიზ ცერცვაძე უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების კრიტიკას პასუხობს და მოუწოდებს მათ, მიხედონ იმ ქვეყნებს, რომლებშიც მოღვაწეობენ.

ცერცვაძე ამბობს, რომ უცხოეთში მოღვაწე ქართველი მედიკოსები მრავალჯერ გამართული პოლემიკის მიუხედავად, მასთან საუბარში ვერ ასაბუთებენ თავიანთ კრიტიკას. ცერცვაძე ამბობს, რომ ამ ექიმების ნაწილს ოპონენტებად განიხილავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system