თავში

ვგმობთ ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ვგმობთ ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს
ვგმობთ ძალადობას - ჩოგბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

ჩოგბურთის ფედერაცია ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. 

ფედერაციაში აცხადებენ, რომ ძალადობას გმობენ და საქმის დასრულებამდე შეფასებისგან თავს შეიკავებენ.

"საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია გმობს ყველა სახის ძალადობას. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშივილის საქმეს, მიმდინარეობს გამოძიება და გამოიძიების დასრულებამდე შეფასების გაკეთებისგან თავს შევიკავებთ", — ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, საქართველოს პირველი და მსოფლიოს 27-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მისი არასრუწლოვანი შვილის თანდასწრებით, ყოფილ მეუღლეზე ძალადობისთვის დააკავეს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დაცვის მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და ყოფილი მეუღლის მიმართ ძალადობის ბრალდებით დაკავებულ ჩოგბურთელს აღკვეთის ღონისძიების სახედ 100 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.

ბასილაშვილმა გირაო უკვე გადაიხადა ის ამ ეტაპზე თავისუფალია.

პროკურატურა ბრალდებულის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას ითხოვდა.

საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.

ბასილაშვილის ყოფილი ცოლის მტკიცებით, სპორტსმენმა მასზე შვილის თანდასწრებით ფიზიკურად იძალადა, ხოლო ყოფილი მამამთილი გარკვეული საგნით გამოეკიდა.

ბასილაშვილის ოჯახმა განცხადება გაავრცელა და ძალადობის ფაქტი კატეგორიულად უარყო. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმის არსებითი განხილვა16 ივლისს ჩაინიშნა. 

აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიებას სახალხო დამცველი შეისწავლის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system