თავში

ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული 25 ახალი პაციენტი

ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული 25 ახალი პაციენტი
ვინ არის კორონავირუსით ინფიცირებული 25 ახალი პაციენტი

კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 16 დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკურმა დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

„დაგვემატა 25 ახალი დადასტურებული შემთხვევა და 1250-ია ახლა დადასტურებული შემთხვევა. ერთი გახლავთ დადასტურებული შემთხვევა გაჩიანის წყაროდან. 16 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტი. ერთი გახლავთ სამედიცინო პერსონალი, ხუთი გახლავთ იმპორტირებული შემთხვევა. ერთი პაციენტი გახლავთ აფხაზეთიდან გადმოყვანილი და ერთ პაციენტზე გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების გამოვლენისა და წყაროს დადგენის თვალსაზრისით. 

გამოჯანმრთელებულების რაოდენობა 10-ით გაიზარდა და გახდა 1010 გამოჯანმრთელებული შემთხვევა. პროცენტული მაჩვენებელი გამოჯანმრთელებულების 81%-ია. კოვიდ ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით 261 პაციენტი მკურნალობს. ჩვენს კლინიკაში გვყავდა 28 დადასტურებული შემთხვევა, გამოგვიჯანმრთელდა 7 პაციენტი, დაგვემატა გუშინ 6 ახალი დადასტურებული შემთხვევა, დღესდღეობით გვყავს 27 დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს კლინიკაში 2 მძიმე პაციენტია როგორც თვითონ კოვიდის მიმდინარეობით, ასევე თან არსებული დაავადების გათვალისწინებით. ჯერჯერობით შემოსვლიდან მათი მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ სტაბილურია, პროგრესირება კლინიკაში შემოსვლის დღიდან არ შეინიშნება. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის ძირითადად – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და სულ დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 1250-ს შეადგენს. 

გამოჯანმრთელდა 10 პაციენტი და სულ ქვეყანაში კორონავირუსისგან განკურნებულია 1010 ადამიანი. საქართველოში კორონავირუსით გამოწვეული გართულებების შედეგად გარდაცვლილია 17 პაციენტი. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7068 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 242. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system