თავში

ზუგდიდში COVID-19 ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა

ზუგდიდში COVID-19 ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა
ზუგდიდში COVID-19 ტრაილერის მძღოლს დაუდასტურდა

ზუგდიდში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა. ადგილობრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, ინფიცირებული ტრაილერის მძღოლია. 

ცენტრის ცნობით, მძღოლის ორი კონტაქტი საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 958 გახდა. COVID-19 კიდევ 8 პაციენტმა დაამარცხა და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 838 გახდა.

ქვეყანაში კორონავირუსით 15 ადამიანია გარდაცვლილი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დაფიქსირდა.

პანდემიად კორონავირუსი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2020 წლის 11 მარტს აღიარა.

ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია და ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოაცხადა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system