თავში

აშშ-ს ერთ-ერთ სტრიპტიზ კლუბში ვაქცინაციის პუნქტი გახსნეს

აშშ-ს ერთ-ერთ სტრიპტიზ კლუბში ვაქცინაციის პუნქტი გახსნეს
აშშ-ს ერთ-ერთ სტრიპტიზ კლუბში ვაქცინაციის პუნქტი გახსნეს

აშშ-ში, ლოს-ანჯელესში მდებარე ერთ-ერთ სტრიპტიზ კლუბის სტუმრებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინას გაუკეთებენ. ამის შესახებ გამოცემა Insider წერს.

გამოცემის ცნობით, COVID-19-ზე ვაქცინაციის პუნქტი კლუბ Hustler-ში გაიხსნა. 

კლუბის ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ის პირები, ვინც მათთან აიცრებიან, სტიპ-კლუბში სპეციალური შეღავათებით ისარგებლებენ. კერძოდ, კლუბში ვაქცინირებულებს უფასოდ გადაეცემათ თითო ბოთლი ლუდი, ერთი ცეკვა და სხვა პრიზები. 

”ჩვენ ყველაფერს ვცდილობთ იმისათვის, რომ COVID-19-ზე ვაქცინაციას ხელი შევუწყოთ, იმ იმედით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ინდუსტრია ნორმალურ რეჟიმს დაუბრუნდება”, - განაცხადა სტრიპტიზ კლუბის ხელმძღვანელმა, ჯეისონ მონიმ.

მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) რეკომენდაციით ვაქცინაციას ყველა 12 წელს გადაცილებული პირი ექვემდებარება, სტრიპ-კლუბში მხოლოდ 21 წელზე უფროსი ასაკის პირებს აცრიან. 

Hustler-ში ვაქცინაცია 16:00 საათიდან 19:00 საათამდე მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system