თავში

დედოფალმა ელისაბედმა პრინცი ფილიპის სასახლეზე წერილი დატოვა

დედოფალმა ელისაბედმა პრინცი ფილიპის სასახლეზე წერილი დატოვა
დედოფალმა ელისაბედმა პრინცი ფილიპის სასახლეზე წერილი დატოვა

დიდი ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ II-მ, 17 აპრილს, პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიალზე, გარდაცვლილი ქმრის სასახლეზე  წერილი დატოვა. ამის შესახებ გამოცემა The People წერს.

გამოცემის ცნობით, 73 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ, ელისაბედ II-მ გარდაცვლილ ქმარს სენტიმენტალური წერილი მიუძღვა, რომელსაც ხელი თავისი ბავშვობის მეტსახელით, "ლილიბეთით" მოაწერა ხელი.

დედოფალ ელისაბედს "ლილიბეთს" ბავშვობაში მამამისი, ჯორჯ VI ეძახდა. შემდგომ კი ამ მოფერებითი ზედმეტსახელით მას პრინცი ფილიპი მოიხსენიებდა. 

პრინცი ფილიპი გუშინ დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონია უინძორის სასახლეში, წმინდა გიორგის სამლოცველოში გაიმართა და მას 30-მდე ადამიანი დაესწრო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system