თავში

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამისტები გააქტიურდნენ

ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამისტები გააქტიურდნენ
ერაყის საგარეო საქმეთა მინისტრი: ქვეყანაში ისლამისტები გააქტიურდნენ

ერაყში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები გააქტიურდნენ, - ამის შესახებ ქვეყნის საგარაო საქმეთა მინისტრმა, ფუად ჰუსეინმა განაცხადა.

"სამწუხაროდ, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფო" არსებობს და გააქტიურდა, ვიდრე ეს იყო რამდენიმე თვის წინ", - განაცხადა ჰუსეინმა.

მისივე თქმით, დაჯგუფება განლაგებულია ანბარის, კირკუკისა და დიალას პროვინციების გარკვეულ ადგილებში, ასევე ნაინავას პროვინციაში.

გარდა ამისა, ჰუსეინის თქმით, ერაყის სამართალდამცავმა ორგანოებმა დააკავეს "ისლამური სახელმწიფოს" წევრები, რომლებსაც სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეობა ჰქონდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system