თავში

მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა

მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა
მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა

სოციალური ქსელ Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა მომხმარებლებს ბოდიში მოუხადა.

"Facebook", "Instagram", "WhatsApp" და "Messenger" ბრუნდება. დღევანდელი შეფერხებისთვის ბოდიშს გიხდით. ვიცი, რამდენად ენდობით ჩვენს მომსახურებას იმისთვის, რომ დარჩეთ დაკავშირებული ადამიანებთან, რომლებზეც ზრუნავთ“, – წერს მარკ ცუკერბერგი Facebook-ში.

ამასთან, თავად კომპანიაში აცხადებენ, რომ სოციალური ქსელის მუშაობის მასშტაბური შეფერხების გამო მომხმარებელთა პირად მონაცემებს საფრთხე არ შეექმნა. Facebook-ის გათიშვის მთავარ მიზეზად კონფიგურაციის არასწორ განახლებას ასახელებენ. კერძოდ, ეს ძირითადი როუტერების კონფიგურაციაში ცვლილებების შეტანამ გამოიწვია, რომლებიც მონაცემთა ცენტრებს შორის ტრაფიკის კოორდინაციას ახორციელებენ.

ცნობისთვის, მთელ მსოფლიოში უკვე რამდენიმე საათი გათიშული იყო Facebook, Messenger, WhatsApp და Instagram.

გლობალურ შეფერხებასთან დაკავშირებით Facebook-მა განცხადებაც გაავრცელა.

Facebook-ის შეფერხებამ მარკ ცუკერბერგი 6,9 მილიარდით აზარალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system