თავში

ნორვეგია კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ გარდაცვლილ ადამიანებზე იტყობინება

ნორვეგია კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ გარდაცვლილ ადამიანებზე იტყობინება
ნორვეგია კორონავირუსის ვაქცინის შემდეგ გარდაცვლილ ადამიანებზე იტყობინება

ნორვეგია კორონავირუსის ვაქცინის გვერდით ეფექტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მისი მიღება 80 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, მით უფრო უკურნებელი სენით დაავადებულთათვის შესაძლოა, დიდ რისკებს შეიცავდეს. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg წერს.

ნორვეგია 23 გარდაცვლილის შესახებ იტყობინება. 80 წელს გადაცილებული პაციენტები ვაქცინაციიდან მოკლე ხანში გარდაიცვალნენ, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია ვაქცინასა და ლეტალურ შედეგს შორის ურთიერთკავშირი. 

როგორც მკვლევარები ამობენ, ვაქცინის უკუჩვენება ხელს უწყობს ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებას ხანდაზმულ ადამიანებში. 

"შედარებით მსუბუქმა უკუეფექტმაც კი შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული შედეგები ", - განაცხადა ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ინსტიტუტი.

ნორვეგიამ დაახლოებით 33 000 ადამიანი უკვე აცრა. აქცენტი რისკ ჯგუფში მყოფ ადამიანებზე გაკეთდა. ქვეყანაში ამ დრომდე იყენებდნენ BioNTec / Pfizer-ის ვაქცინებს. ახლა კი Moderna-ს ვაქცინის მიღება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system