თავში

საფრანგეთში 140 პირს Pfizer-ის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთეს

საფრანგეთში 140 პირს Pfizer-ის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთეს
საფრანგეთში 140 პირს Pfizer-ის ნაცვლად ფიზიოლოგიური ხსნარი გაუკეთეს

საფრანგეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ ეპერნაიში 140 ადამიანს Pfizer-ის ვაქცინის მაგივრად შპრიცით ფიზიოლოგიური ხსნარი შეუყვანეს. ამის შესახებ ადგილობრივი გამოცემა France Bleu წერს.

გამოცემის ცნობით, ფიზიოლოგიური ხსნარის ინიექცია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა, თუმცა 140-ვე პაციენტს უნდა ეცნობოს, რომ ისინი აცრილები არ არიან და მათ ვაქცინაცია ხელახლა უნდა ჩაუტარდეთ. 

ვაქცინაციის კამპანია საფრანგეთში დეკემბრის ბოლოს დაიწყო. პირველ ეტაპზე ვაქცინა მოხუცებმა და ჯანდაცვის მუშაკებმა მიიღეს.

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ვაქცინის პირველი დოზა უკვე 14 მილიონმა ადამიანმა მიიღო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system