თავში

ტყუპი დები ერთსა და იმავე მამაკაცზე დაინიშნენ

ტყუპი დები ერთსა და იმავე მამაკაცზე დაინიშნენ
ტყუპი დები ერთსა და იმავე მამაკაცზე დაინიშნენ
© TLC

ავსტრალიელი ტყუპი დები, ანა და ლუსი ერთსა და იმავე მამაკაცზე დაინიშნენ. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Sun ავრცელებს.

35 წლის ქალების საქმრო მათი დიდი ხნის შეყვარებული, 37 წლის ელექტრიკოსი ბენ ბირნი გახდა. სამეულის ნიშნობა პიკნიკზე შედგა. ბენმა ორივე დას ერთნაირი ბეჭედი აჩუქა.

"მე თქვენ მიყვარხართ, ორივე მიყვარხართ", - უთხრა მამაკაცმა ქალებს.

"ჩვენ ყველაზე ბედნიერი ტყუპები ვართ. ჩვენ გვყავს ერთი მამაკაცი, რომელსაც აბსოლუტურად ვუყვარვართ ისეთები, როგორებიც ვართ. ბენი ჩვენი გმირია. ის ჩვენი შესანიშნავი პრინცია", - ამბობენ დები.

ამასთან, იურიდიულად ტყუპები და ბენი კავშირის გაფორმებას ვერ შეძლებენ, ვინაიდან ავსტრალიაში სამი ადამიანის ქორწინება კანონით არ არის დაშვებული.

ანა და ლუსი და მათი შეყვარებული ერთ სახლში ცხოვრობენ. მათ ერთ ლოგინშიც კი სძინავთ. ქალები ერთმანეთის გარეშე ერთი წამითაც არ შეუძლიათ ყოფნა. ისინი აბაზანაშიც კი ერთად დადიან. ამასთან, ტყუპები თავის თავს ერთ ადამიანად აღიქვამენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system