თავში

მკვლელობა ფოთში - მოკლულია 43 წლის მამაკაცი

მკვლელობა ფოთში - მოკლულია 43 წლის მამაკაცი
მკვლელობა ფოთში - მოკლულია 43 წლის მამაკაცი

ფოთში, მკვლელობა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, 43 წლის მამაკაცს მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობები აქვს მიყენებული. 

არსებული ინფორმაციით, შემთხვევას  წინ ე. წ. ქურდული გარჩევა უძღოდა.

დაჭრილი მამაკაცი, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა, თუმცა, ექიმებმა სიცოცხლისთვის შეუთავსებელი, მრავლობითი ტრავმული დაზიანებების გამო, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს და ის კლინიკაში გარდაიცვალა.

როგორც Report.ge-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108 მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system