თავში

შსს: მოვითხოვთ ლაივ სიგნალის გათიშვას

შსს: მოვითხოვთ ლაივ სიგნალის გათიშვას
შსს: მოვითხოვთ ლაივ სიგნალის გათიშვას

შინაგან საქმეთა სამინისტრო მედიას ზუგდიდში მიმდინარე სპეცოპერაციის მიმდინარეობის ამსახველ პირდაპირ სიგნალს შეუზღუდავს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, კახა საბანაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

შსს მოუწოდებს მედიასაშუალებებს შეწყვიტონ ლაივსიგნალი შემთხვევის ადგილიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში უწყება იტოვებს უფლებას, აღნიშნული სიგნალი თავად შეუზღუდოს მედიასაშუალებებსა და მობილურ ოპერატორებს. 

„ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, მძევლად არიან აყვანილი ადამიანები. დაიწყო გამოძიება და ტარდება გადაუდეგებელი ოპერატიული-სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებები. შსს აკეთებს მაქსიმუმს, რათა მძევლად აყვანილი მოქალაქეების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული და დროულად მოხდეს მათი გათავისუფლება. 

სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც საფრთხეს უქმნის სამართალდამცავი სტრუქტრურების მოქმედებას და მის ეფექტიანობას.

აქედან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებას, მათ შორის მობილური ოპერატორებისგან მოვითხოვთ კატეგორიულად, მძევლების, სამართალდამცველებისა და მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მოხდეს ლაივსიგნალის გათიშვა-შეზღუდვა. წინააღმდეგ შემთხვევაში სახელმწიფო იტოვებს უფლებას, გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს ამის უზრუნველყოფა.  

სახელმწიფო აკეთებს ყველაფერს, რათა ეს შემთხვევა დასრულდეს მშვიდობით და უზრუნველყოფილი იყოს ყველა მოქალაქისა და ყველა პოლიციელის უსაფრთხოება“, – განაცხადა საბანააძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

ცნობისთვის, ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა და 19 ადამიანი მძევლად აიყვანა. გამტაცებელი 500 000 დოლარს, ვერტმფრენს და პერიმეტრიდან სპეცრაზმის გაყვანას ითხოვს. მან სამართალდამცველებს მოთხოვნების შესასრულებლად 2 საათი მისცა, რის შემდეგაც, აცხადებს, რომ მძევლების დახოცვას დაიწყებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system