თავში

გოგონას მტკიცებით მეზობელმა 12 წლის ასაკში რამდენჯერმე გააუპატიურა

გოგონას მტკიცებით მეზობელმა 12 წლის ასაკში რამდენჯერმე გააუპატიურა
გოგონას მტკიცებით მეზობელმა 12 წლის ასაკში რამდენჯერმე გააუპატიურა

16 წლის გოგონას ჩვენებაზე, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციამ გამოძიება დაიწყო. მოზარდი ამტკიცებს, რომ ის 12 წლის ასაკში მეზობელმა, იარაღის მუქარით, რამდენჯერმე გააუპატიურა. გოგონა ამბობს, რომ მეზობელმა მასზე, რამდენჯერმე მისივე სახლში იძალადა, შემდეგ კი ტყეში წაიყვანა.

მამაკაცი, რომელზეც გოგონა საუბრობს, ამჟამად სხვა საქმეზეა მსჯავრდებული. ის სასჯელს ყაჩაღობის ბრალდებით იხდის.

როგორც report.ge-ს გოგონას ადვოკატმა, რევაზ რევაზიშვილმა განუცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა გამოძიებას ჩვენა უკვე მისცა, ასევე ჩატარებულია რამდენიმე სახის ექსპერტიზა. რევაზ რევაზიშვილის თქმით, ამ დრომდე მოძალადეს ბრალი, გაუპატიურების მუხლით წარდგენილი არ აქვს და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system