თავში

ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავეს

​ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავეს
ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის თანამშრომელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე თეთრიწყაროს მერიის, ქონების მართვის განყოფილების უფროსი დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მერიის თანამშრომელმა თურქეთის მოქალაქეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის იჯარით გადაცემის სანაცვლოდ 1000 ლარი გამოართვა.

საქმეზე გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით აღნიშნულ დანაშაულზე სასჯელი 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნულ ფაქტს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლები იძიებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system