თავში

მოლარეს დაემუქრა და ფული გასტაცა - ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია - VIDEO

მოლარეს დაემუქრა და ფული გასტაცა - ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია - VIDEO
მოლარეს დაემუქრა და ფული გასტაცა - ყაჩაღობაში ბრალდებული დაკავებულია - VIDEO

სამართალდამცველებმა ქუთაისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნეს. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია ერთი პირი – 1997 წელს დაბადებული ე.ხ. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მიმდინარე წლის პირველ დეკემბერს, ქუთაისში მდებარე ერთ-ერთ მარკეტს ყაჩაღურად თავს დაესხა, ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მოლარეს ფული გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – ცეცხლსასროლი პისტოლეტი და საბრძოლო ვაზნები ნივთმტკიცების სახით ამოიღო. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს.

დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system