თავში

101 სასაკლაომ 8 943.0 ტონა ხორცი აწარმოა

101 სასაკლაომ 8 943.0 ტონა ხორცი აწარმოა
101 სასაკლაომ 8 943.0 ტონა ხორცი აწარმოა

საქართველოში 101 სასაკლაო ფუნციონირებს და მათში 844 ადამიანია დასაქმებული. როგორც საქსტატის დღეს განახლებული მონაცემებიდან ირკვევა, საქართველოს სასაკლაოების მიერ 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში 8 943.0 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.4 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 44.7 პროცენტი - ფრინველის, 24.0 პროცენტი - ღორის, 0.8 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 8.0 ათას პირს, საიდანაც 29.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

საქსტატის მიხედვით, 2021 წლის I კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 67.9 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 36.1 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 63.9 პროცენტი-წვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 2 863.9 ათასი ერთეულით განისაზღვრა. წელს პირველ სამ თვეში სასაკლაოებში მომსახურება გაეწია 8.0 ათას პირს, საიდანაც 29.1 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი. 

სასაკლაოების მიერ 2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში 9 460.7 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 30.0 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 47.8 პროცენტი - ფრინველის, 21.5 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. მომსახურება გაეწია 6.7 ათას პირს, საიდანაც 38.7 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.  2020 წლის IV კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 71.8 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 37.7 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 62.3 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 281.5 ათასი ერთეულით განისაზღვრა. 

2020 წლის III კვარტალში საქართველოში მოქმედ 99 სასაკლაოში 10 224.1 ტონა ხორცი იქნა წარმოებული (იგულისხმება დაკლული წონა, ფრინველის ხორცის ჩათვლით), საიდანაც 29.2 პროცენტი მოდის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცზე, 46.8 პროცენტი - ფრინველის, 23.2 პროცენტი - ღორის, 0.6 პროცენტი - ცხვრისა და თხის ხორცზე, ხოლო დანარჩენს უმნიშვნელო წილი უკავია. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლულია 77.1 ათასი სული პირუტყვი, მათ შორის 35.5 პროცენტი მსხვილფეხა, ხოლო 64.5 პროცენტიწვრილფეხა (ცხვარი, თხა, ღორი და სხვა). გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში სასაკლაოებში დაკლული ფრინველის რაოდენობა 3 236.4 ათასი ერთეულით განისაზღვრა. 2020 წლის III კვარტლის განმავლობაში სასაკლაოები მოემსახურა 6.8 ათას პირს, საიდანაც 35.9 პროცენტი შინამეურნეობების (ოჯახური მეურნეობები) სახით იყვნენ წარმოდგენილნი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system