თავში

საქართველოში 101 სასაკლაო 844 ადამიანს ასაქმებს

საქართველოში 101 სასაკლაო 844 ადამიანს ასაქმებს
საქართველოში 101 სასაკლაო 844 ადამიანს ასაქმებს

საქსტატის ბოლო მონაცემებით, 2021 წლის I კვარტალში საქართველოში 101 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 21.8 პროცენტი - ქვემო ქართლში, 14.9 პროცენტი - კახეთში, 13.9 პროცენტი - იმერეთში, 11.9 პროცენტი - შიდა ქართლში, 11.9 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, ხოლო დანარჩენი 25.7 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 844 კაცი შეადგინა. 

2020 წლის IV კვარტალში საქართველოში 100 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 19.0 პროცენტი - ქვემო ქართლში, 17.0 პროცენტი - კახეთში, 14.0 პროცენტი - იმერეთში, 12.0 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.0 პროცენტი - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 25.0 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული. სასაკლაოებში დასაქმებულთა საშუალო თვიურმა რაოდენობამ 863 კაცი შეადგინა.

2020 წლის III კვარტალში საქართველოში 99 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, მათგან 18.2 პროცენტი - ქვემო ქართლში, 15.2 პროცენტი - კახეთში, 14.1 პროცენტი - იმერეთში, 13.1 პროცენტი - სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.1 პროცენტი - შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 28.3 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

2020 წლის II კვარტალში საქართველოში 84 ერთეული ცხოველთა და ფრინველთა სასაკლაო ფუნქციონირებდა, აქედან 20.2 პროცენტი ქვემო ქართლშია, 15.5 პროცენტი – კახეთში, 13.1 პროცენტი – იმერეთში, 13.1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარეობს, 11.9 პროცენტი – შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 26.2 პროცენტი სხვა რეგიონებშია განთავსებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system