თავში

აგარის ქარხანა სახელმწიფოს მხარდაჭერით მუშაობას განაახლებს

აგარის ქარხანა სახელმწიფოს მხარდაჭერით მუშაობას განაახლებს
აგარის ქარხანა სახელმწიფოს მხარდაჭერით მუშაობას განაახლებს

აგარის შაქრის ქარხანა სახელმწიფოს მხარდაჭერით 2022 წლის 1-ლი მარტიდან განაახლებს სამუშაოებს. ამის შესახებ ქარხნის დამფუძნებლის წარმომადგენელმა ნიკოლოზ ნათბილაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, როგორც საწარმოო პროცეს ახასიათებს, ქარხანას წელიწადის განმავლობაში რამდენჯერმე უწევს სარემონტო სამუშაოების ჩატარებისთვის გაჩერება.

„სწორედ ახლაც დეკემბრის თვეში ქარხანაში მიმდინარეობს სარემონტო სამუშაოები და იგი კონსერვაციის რეჟიმზე გადავიდა. რაც შეეხება 2022 წლის გეგმებს, ქარხანა კვლავ სახელმწიფოს ხელშეწყობით 1-ლი მარტიდან განაახლებს სამუშაოებს და 1-ლი აპრილიდან სრული დატვირთვით ამუშავდება 2022 წლის 31 დეკემბრამდე“, - განაცხადა ნათბილაძემ.

აგარის შაქრის ქარხანა ისევე როგორც წინა წლებში, სახელმწიფოს ხელშეწყობით, 2021 წლის 1-ლი მარტიდან 31 დეკემბრის ჩათვლით მუშაობდა სრული დატვირთვით, სადაც დასაქმებული იყო 500 მუშა მოსამსახურე. ქარხნის სტაბილური მუშაობა ქვეყანაში სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა და შეუზღუდავად პირველადი სასურსათო პროდუქტის შაქრის მოწოდება შეუფერხებელი იყო ბაზარზე.

პირველად ქარხანამ მუშაობა 2017 წლის 1 ნოემბრიდან შეწყვიტა და საერთაშორისო ბაზარზე ნედლეულისა და თეთრი შაქრის ფასების ცვლილების გამო კონსერვაციის რეჟიმში გადავიდა. უმუშევრად დარჩენილი ქარხნის თანამშრომლების საპროტესტო აქციების შემდეგ, რომელიც წარმოების ამოქმედებას მოითხოვდნენ ბიზნესომბუდსმენის აპარატის და პროფკავშირების ჩართულობით სახელმწიფოსთან მიღწეული შეთანხმების შედეგად 2018 წელს ქარხანა კონსერვაციის რეჟიმიდან გამოვიდა და ივნისში სრული დატვირთვით ამუშავდა, თუმცა, მაშინაც დროებით, - 31 დეკემბრამდე.

შაქრის ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობა მთავრობამ მიმდინარე წლის აპრილში დააანონსა.

ბაზარზე შაქრის მოთხოვნის დაკმაყოფილება მთავრობამ აგარაში წარმოების განახლებით გადაწყვიტა.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, აგარაში შაქრის წარმოების განახლებით შაქრის ადგილობრივი მოთხოვნა 50%-ით დაკმაყოფილდება.

შეგახსენებთ, "აგარის შაქარში" აზერბაიჯანული კაპიტალია ჩადებული. ის აზერბაიჯანული Azersun Holding- ის საკუთრებაშია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system