თავში

არაკომერციულ სექტორში უმსხვილესი დამსაქმებელი განათლების სფეროა

არაკომერციულ სექტორში უმსხვილესი დამსაქმებელი განათლების სფეროა
არაკომერციულ სექტორში უმსხვილესი დამსაქმებელი განათლების სფეროა

არაკომერციული ორგანიზაციების ყოველწლიური სტატისტიკური კვლევით, დასაქმებულთა ყველაზე დიდი ნაწილი – 28.8 პროცენტი – განათლების დარგის ორგანიზაციებზე მოდის. 22.5 პროცენტი - ხელოვნება, გართობა და დასვენების დარგის ორგანიზაციებზე, 14.4 პროცენტი - ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 12.8 პროცენტი - სხვა სახის მომსახურების დარგის ორგანიზაციებზე, 9.9 პროცენტი - წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, 5.2 პროცენტი - პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობების დარგის ორგანიზაციებზე, ხოლო დანარჩენი 6.4 პროცენტი სხვა დარგებზე ნაწილდება. დასაქმებულთაგან დაქირავებულია 53.7 ათასი (მათ შორის ქალია 53.3 პროცენტი). დაქირავებულთა რაოდენობა 2019 წელს, 2018 წელთან შედარებით გაზრდილია 2.8 პროცენტით.

ცნობისთვის, არაკომერციული ორგანიზაციები წარმოადგენენ საქონლისა და მომსახურების მწარმოებელ იურიდიულ პირებს ან სოციალურ ორგანიზაციებს, რომლებიც არ არიან ორიენტირებულნი ინსტიტუციური ერთეულებიდან მოგების ან ფინანსური კეთილდღეობის მიღებაზე.

არაკომერციული ორგანიზაციების პროდუქციის ძირითადი ნაწილი რეალიზდება უფასოდ ან ეკონომიკურად უმნიშვნელო ფასებში.

საქსტატის ცნობით, აღნიშნული არაკომერციული ორგანიზაციები იმყოფებიან თვითდაფინანსებაზე და სახსრებს ძირითადად იღებენ შემოწირულობებისა და საკუთარი წევრების შენატანების სახით. ისინი შემოსავლებს იღებენ აგრეთვე ორგანიზაციის კუთვნილი მატერიალური და ფინანსური აქტივებიდან. არაკომერციულ ორგანიზაციებს აქვთ დამხმარე კომერციული საქმიანობის უფლება.

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს არაკომერციული ორგანიზაციების სექტორის ბრუნვის მოცულობამ დამხმარე კომერციული საქმიანობიდან 169.9 მლნ. ლარი შეადგინა, რაც 23.3 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს.

არაკომერციულ სექტორში გამოშვების სიდიდით ჯანდაცვა ლიდერობს, ხოლო ბრუნვის სიდიდით განათლება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system