თავში

არის თუ არა გამართლებული იპოთეკური სესხების სუბსიდია

არის თუ არა გამართლებული იპოთეკური სესხების სუბსიდია
არის თუ არა გამართლებული იპოთეკური სესხების სუბსიდია

ფინანსისტები საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად მსჯელობენ, რამდენად გამართლებულია იპოთეკური სესხების სუბსიდია და რა სარგებელი შეიძლება მიიღოს ამისგან როგორც სექტორმა, ასევე მთლიანად ეკონომიკამ და თავის მხრივ, მომხმარებელმაც. როგორც საგადასახადო სფეროს იურისტი, ბიზნეს სამართლის ექსპერტი და ანალიტიკოსი აკაკი ჩარგეიშვილი აღნიშნავს,  ამ ტიპის დახმარებით მთავრობა გარკვეულ ბალანსირებას ახდენს უმუშევრობის შემცირების, ასევე ეკონომიკის სტიმულირების მიმართულებითაც, თუმცა გადასახადების გადამხდელების ხარჯზე ეკონომიკის წახალისება უთანასწორობის გარკვეულ განცდას ტოვებს.

,,ძალიან დიდი, კრიზისიდან გამოწვეული პრობლემა გვაქვს და უმუშევრობის ზრდის რისკი ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს. გასაგებია, რომ ადამიანი, ვისაც აქვს ბინის შეძენის სურვილი, გარკვეული გადახდისუნარიანობაც გააჩნია. თუმცა შეიძლება ეს ფაქტორი არ იყოს საკმარისი, ამიტომ თანამონაწილეობას სთავაზობს მთავრობა, რაც მომხმარებლისთვის სტიმულია. შესაბამისად, თანხა, რომელსაც მთავრობა დაფარავს, ირიბად მეტ ადამიანამდე ს (დასაქმებულების ჩათვლით) აღწევს.  სტიმულირების მომენტი რომ არ არსებობდეს, მეტი საფრთხეა, რომ მშენებლობები გაჩერდეს, ამ თვალსაზრისით, სახელმწიფოს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. თუმცა კრიტიკას იწვევს იმ ნაწილში, რომ მხოლოდ ამ ტიპის დახმარების გარდა, სხვა მნიშვნელოვანი პროექტი ვერ დავინახეთ ეკონომიკაში, სოციალურ პროგრამებს თუ არ ჩავთვლით. თუკი გვერდით უდგას იპოთეკარს და პროცენტში ეხიდება, ეს ფული მთლიანად დეველოპერული კომპანიის ბიუჯეტში მიიმართება. მართალია, გადასახდელის გადამხდელის ხარჯზე ხდება სუბსიდია, მაგრამ გარკვეულ ბალანსირებას ახდენს უმუშევრობის შემცირების, ეკონომიკის სტიმულირების თვალსაზრისით", - აცხადებს ჩარგეიშვილი და დასძენს, რომ წამახალისებელია, რომ ფული დაიხარჯოს და მეტი იპოთეკარი გაჩნდეს. თუმცა ანალიტიკოსი საუბრობს იმაზეც, რომ  გაწეული ღონისძიებები არასაკმარისია და საჭიროა დამატებითი პროგრამები, რათა ობიექტური გულისწყრომა გაქარწყლდეს და ეკონომიკაში მეტი რესურსის მოზიდვის შესაძლებლობა გაჩნდეს. 

დეველოპერული სექტორისთვის გაწეულ მხარდაჭერას დადებითად აფასებს საბანკო სფეროს სპეციალისტი მიხეილ თოქმაზიშვილი და აცხადებს, რომ რისკის მიუხედავად, სარგებელი გაცილებით მეტია და მრავალმხრივია.

,,რისკზე როცა არის საუბარი, ამ შემთხვევაში ეს ეხება მხოლოდ გადასახადების გადამხდელთა კონტიგენტს, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს, რომლის ხარჯზეც ხდება იპოთკური სესხების სუბსიდია. თუმცა, რამდენად თანმიმდევრული იქნება და როგორ დააფინანსებენ სხვა დარგებს, რომელთაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარებამ, ხელისუფლებასთან ერთად საბანკო სექტორმაც უნდა გადაწყვიტოს. ცხადია, დიდი მხარდაჭერააბანკებისთვის, ისინი მიიღებენ სახსრებს და ბიზნესსაც გაუადვილდება თავისი საქმიანობა. მაგრამ ეს ხდება გადასახადის გადამხდელის სახელით და შეიძლება უთანასწორობის შემცველი გახდეს. ამის მიუხედავად, მიმაჩნია, რომ დღევანდელი ეკონომიკის ვარდნის პირობებში ასეთი პრაქტიკა გამართლებულია", - განუცხადა report.ge-ს მიხეილ თოქმაზიშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ სუბსიდირება იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს შეეხება და სესხის აღებიდან 5 წლის განმავლობაში გაგრძელდება. ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ გაიზრდება მოსახლეობის მხრიდან ბინებზე ხელმისაწვდომობა და ამავე დროს შემცირდება საკრედიტო რისკები. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system