თავში

აშშ-ის 330-მილიონიანი გრანტის სამი მიზანი საქართველოში

აშშ-ის 330-მილიონიანი გრანტის სამი მიზანი საქართველოში
აშშ-ის 330-მილიონიანი გრანტის სამი მიზანი საქართველოში

"დღეს გავაფორმეთ შეთანხმება, რომელიც მთლიანობაში გულისხმობს 330 მლნ აშშ დოლარამდე ფინანსური რესურსის გამოყოფას, რაც ამერიკელი გადასახადის გადამხდელების მიერ იქნა მობილიზებული საერთაშორისო განვითარებისთვის," - ამის შესახებ USAID-ისმისიისდირექტორმაპიტერვიბლერმა, ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, შეთანხმების მიზნები აშშ-ის მიერ საქართველოსთვის 2020-2025 წლებისთვის შემუშავებულ სტრატეგიას ეფუძნება, რომელიც თავის მხრივ გაიწერა საქართველოს მთავრობასა და სამოქალაქო საზოგადოებაში, ასევე კერძო სექტორში ჩვენს პარტნიორებთან ერთად.

"შეთანხმებას სამი ძირითადი მიზანი გააჩნია: 1.გარედან მომდინარე გავლენების დაძლევა, მათ შორის დეზინფორმაციის განეიტრალება, 2. ენერგო უსაფრთხოების გაძლიერება; მოქალაქეზე ორიენტირებული დემოკრატიული პროცესების აქცენტირებული განვითარება, რაც მოხდება მმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების, მედიის თავისუფლების და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობით მთელი ქვეყნის მასშტაბით; 3. ინკლუზიური ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა, რომელიც სარგებელს ყველა მოქალაქეს მოუტანს ამ დიდებულ ქვეყანაში ფასეული სამუშაო ადგილების შექმნის გზით. ეს სამი ძირითადი აქცენტი უდევს საფუძვლად ამ საგრანტო შეთანხმებას. ძალიან ვამაყობთ იმით, რომ კიდევ უფრო განვავითარებთ და სრულიად ახალ სიმაღლეზე ავიყვანთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოს მთავრობასთან. მხარს დავუჭერთ განვითარების მიმართულებით საქართველოში გამოვლენილი პრობლემების მოგვარების ქართულ მიგნებებსა და გადაწყვეტას. ლიდერობისთვის მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ხოლო აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ძალისხმევის წარმართვისთვის ბუნებრივია მადლობას ვუხდი საქართველოში შეერთებული შტატების ელჩს ქალბატონ კელი დეგნანს“, - აღნიშნა პიტერ ვიბლერმა.

შეგახსენებთ, საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა. საქართველომ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

აშშ-ის გრანტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system