თავში

აშშ-ის გრანტი საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს

აშშ-ის გრანტი საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს
აშშ-ის გრანტი საქართველოს ეკონომიკას გააძლიერებს

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან დღეს ხელმოწერილი საგრანტო შეთანხმება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისკენ მიიმართება," - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“ საგრანტო შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, საგრანტო ხელშეკრულება მოიცავს პრაქტიკულად ყველა სფეროსა და სექტორს.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი დახმარება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან. ესაა მიზნობრივი საგრანტო დახმარება, რომელიც მიმართული იქნება ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებისათვის და პრაქტიკულად, მოიცავს ყველა სფეროსა და სექტორს. საგრანტო ხელშეკრულების ჯამური მოცულობა 330 მლნ აშშ დოლარია, რომელიც 5 წლის განმავლობაში იქნება გამოყოფილი. პირველ ეტაპზე, თანხის ოდენობა, რომელსაც საქართველო მიიღებს 67 მლნ აშშ დოლარია. მნიშვნელოვანია, ის კომპონენტები, რომელსაც საგრანტო ხელშეკრულება მოიცავს. ეს არის სოფლის მეურნეობა, გარემოს დაცვის მიმართულება, ასევე, ის ეკონომიკური რეფორმები, რომელიც აუცილებელია ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. აღნიშნული თანხები გადანაწილდება ქვეყნის მმართველობითი სისტემის გაძლიერებაზე და იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარებაზე, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობაზე. დახმარებების დიდი ნაწილი სწორად პოსტპანდემიურ პერიოდში იქნება გამოყოფილი“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.

საქართველოსა და აშშ-ის შორის 67-მილიონიანი საგრანტო შეთანხმება დღეს გაფორმდა. საქართველომ და ამერიკის შეერთებულ შტატებმა (წარმოდგენილი ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოთი (USAID)) ხელი მოაწერეს საგრანტო შეთანხმებას „საქართველოს მდგრადი განვითარების ხელშეწყობისათვის“, რომლის თანახმად ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) საქართველოს გამოუყოფს 67 მლნ აშშ დოლარამდე ოდენობის გრანტს 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდის შესაძლებლობით.

ცერემონია გახსნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და USAID-ის მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.

USAID პირველ ეტაპზე დაახლოებით 67 მლნ აშშ დოლარის ოდენობის გრანტს გამოყოფს და ეტაპობრივად შესაძლებელი იქნება 330 მლნ აშშ დოლარამდე გაზრდა.

აშშ-ის გრანტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას მოხმარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system